1 წლის და 1 თვის წინ
"ხვიჩა რეალში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ..." - ფაბრიციო რომანოს მნიშვნელოვანი ცნობა
"ხვიჩა რეალში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ..." - ფაბრიციო რომანოს მნიშვნელოვანი ცნობა
ავტორი
Aa

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ნაპოლის" ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

იტალიელმა ჟურნალისტმა ზოგადად კვარას ეფექტზე და გარდა ამისა, მის გარშემო არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, სადაც მთავარი საკითხი "რეალისა" და ხვიჩას ჭორებია.

რომანოს ცნობით, კვარაცხელია "ბლანკოსში" თამაშზე ოცნებბს, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხვიჩა მხოლოდ "ნაპოლიზეა" კონცენტრირებული და მას სხვა საფიქრალი არ აქვს, გარდა იტალიელებთან ერთად ტიტულების მოგების.

მიუხედავად ამისა, ის ჭორები, რომელიც უკვე ვრცელდება, კვლავაც არ შეჩერდება, ვინაიდან ქართველი საფეხბურთო საზოგადოების გაოცებას აგრძელებს.


Facebook კომენტარები