1 წლის და 10 თვის წინ
ანჩელოტი პერესს კვარაცხელიას ტრანსფერს სთხოვს - რას წერენ მედიაში
ანჩელოტი პერესს კვარაცხელიას ტრანსფერს სთხოვს - რას წერენ მედიაში
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და ხვიჩა კვარაცხელიას კავშირზე ბოლო პერიოდში მედიაში არაერთხელ დაიწერა. 

ბუნებრივია, ეს ყოველივე ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზეა, თუმცა ასეთი ჭორები რომ ვრცელდება, ეს უკვე საქმეა. 

ამჯერად საინტერესო ცნობებს, ესპანური მედია ავრცელებს. 

როგორც იწერება, ხვიჩას ტალანტმა კარლო ანჩელოტი დააბრმავა და იგი ფლორენტინო პერესს ქართველი შემტევის დამატებას სთხოვს. 

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ ჭორია.


Facebook კომენტარები