როგორც მოგეხსენებათ, მედიაში იწერება, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდული თავგადასავალი შეიძლება სეზონის ბოლოს დასრულდეს.
ეს ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩაამთავრებს გუნდი სეზონს და მოიგებს თუ არა "ბლანკოსი" ლალიგას ან ჩემპიონთა ლიგას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ კარლოს თანამდებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ბუნებრივია, ქომაგების მთავარი საზრუნავი ის არის, თუ ვინ შეცვლის იტალიელ სპეციალისტს.
მედიაში, ბუნებრივია, არაერთ ვარიანტზე იწერება. მათ შორის კი ყველაზე რეალურად რაულ გონსალესი მოსჩანს, რომელიც ამჟამად ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობს.
დაიწერა მიკელ არტეტაზეც, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა თავადვე თქვა, რომ ამ მომენტისთვის მხოლოდ "არსენალზეა" კონცენტრირებული.
აღსანიშნავია, რომ დღეს Times Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტომას ტუხელი ესპანური ენის შესწავლის პროცესშია, რადგან მისი მიზანი "რეალში" მუშაობაა.
რა გასაკვირია, რომ საქმეში გამოცემებმა ზინედინ ზიდანიც გაურიეს, რომელზეც დაიწერა, რომ ფრანგის დაბრუნება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია.