1 წლის და 6 თვის წინ
"ბენზემას ის ჩაანაცვლებს" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "ესპანიოლთან" მატჩის წინ
"ბენზემას ის ჩაანაცვლებს" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "ესპანიოლთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და "ესპანიოლის" დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"ამ კვირაში ძალიან კარგად ვივარჯიშეთ. განსაკუთრებით დაცვაში. მომავალი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"ბენზემა? მას კოჭის არეში დისკომფორტი აწუხებს. ფრანგი "ლივერპულთან" მატჩში დაგვიბრუნდება.

"კარიმმა დაზიანების გამო გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. მან დღეს ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო.

"ბენზემას სასტარტო შემადგენლობაში დროებით როდრიგო ჩაანაცვლებს.

"კამავინგა? ის ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარცხენა მცცველადაც დადგება.

"მიუხედავად ასაკისა და გამოციდელბის არ ქონისა, ალვარო როდრიგესს შეუძლია გუნდის სასტარტო თერთმეტეულის წევრი გახდეს.

"როდრიგომ უნდა ითამაშოს იქ, სადაც გუნდს სჭირდება. ეს დამოკიდებულია მატჩებზე და იმაზე, თუ როგორ გვინდა ვითამაშოთ. ის ძალიან უნივერსალურია.

"მსურს თუ არა მყავდეს გუნდში მბაპე? ამ კითხვაზე არასდროს გიპასუხებთ?

"ფერლან მენდი დაბრუნდა და მალე გუნდურ ვარჯიშსაც განაახლებს" - თქვა იტალიელმა.


Facebook კომენტარები