2 წლის და 9 თვის წინ
"რეალის" პრობლემა მოდრჩთან დაკავშირებით - რა სურთ მადრიდელებს
"რეალის" პრობლემა მოდრჩთან დაკავშირებით - რა სურთ მადრიდელებს
ავტორი
Aa

ცნობილმა ჟურნალისტმა, თომას გონსალესმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, "სამეფო გუნდს" 37 წლის ვეტერან ნახევარმცველთან ერთი პრობლემა აქვს.

როგორც ირკვევა, კლუბის სურვიალია, რომ ლუკა ბენზემასა და კროოსის მსგავსად მოიქცეს, სანაკრებო კარიერა დაასრულოს და მთლიანად "ბლანკოსზე" კონცენტრირდეს.

თავად ხორვარტს კი "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სურს.

აქვე გეტყვით, რომ მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში ამჯერადაც გამოიძახეს და სანაკრებო პაუზის დროს იგი უელსისა და თურქეთის ნაკრებებს შეხვდება.


Facebook კომენტარები