1 წლის და 11 თვის წინ
კვარაცხელია "ბარსაში"?! - რა ინფორმაციას ავრცელებს ესპანური მედია
კვარაცხელია "ბარსაში"?! - რა ინფორმაციას ავრცელებს ესპანური მედია
ავტორი
Aa

ესპანური გამოცემა "OkDiario"-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება.

"ბლაუგრანას" მთავარი მწრთვნელი ანსუ ფატის აღარ ენდობა და გუნდში უმაღლესი დონის მარცხენა ვინგერი სურს.

მოგეხსენებათ, ქართველი შემტევი ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალს" უკვე არაერთხელ დაუკავშირეს. ინტერესი თავად ხვიჩას აგენტმაც დაადასტურა.

თუმცა როგორც ჩანს, ასპარეზზე კატალონიელებიც გამოდიან და ეცდებიან, რომ კვარას ტრანსფერში მადრიდელებს წინააღმდეგობა გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას სიმპათიები "რეალისკენაა", ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნების კლუბი სწორედ "ბლანკოსია".


Facebook კომენტარები