2 წლის და 10 თვის წინ
PHOTO: პირობა შესრულებულია - გუტიმ კვარას მაისური გაუგზავნა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც მადრიდის "რეალის" ლეგენდა გუტი ერნანდესი ამბობს, რომ იგი ხვიჩა კვარაცხელიას მის 14 ნომრიან მაისურს აუცილებლად გაუგზავნის.
ესპანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა პირობა შეასრულა და მან "ნაპოლის" ქართველ შემტევს "ბლანკოსის" მაისური მართლაც გაუგზავნა. ამის შესახებ შესაბამის მასალას Geo Team ავრცელებს.
როგორც იცით, კვარას კუმირი ბავშვობაში სწორედ გუტი იყო და მისი თქმით, იგი უბრალო თეთრ მაისურზე 14 ნომერსა და გუტის სახელს იწერდა, რადგან ესპანელის მაისური არ იშოვებოდა.
ახლა კი ქართველს მისი ფავორიტი მოთამაშის ხელმოწერილი ფორმა ექნება.

Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
7 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
7 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას