1 წლის და 6 თვის წინ
ფორლანი: "ურთულესია იმის გაკეთება, რაც ალვარომ შეძლო"
ფორლანი: "ურთულესია იმის გაკეთება, რაც ალვარომ შეძლო"
ავტორი
Aa

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა გამოცემა "DiarioAS"-სთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ურუგვაელმა თავის თანამემამულეზე და მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევზე, ალვარო როდრიგესზე ისაუბრა.

"ურთულესია იმის გაკეთება, რაც ალვარომ შეძლო. უმნიშვნელოვანესი გოლი სადებიუტო მატჩში "ბლანკოსის" პირველი გუნდის რიგებში.

"მან წარმატებას პირველივე შეხვედრაში მიაღწია და ეს მხოლოდ მისი კარიერის დასაწყისია", - თქვა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალვარომ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სადებიუტო თამაშში თავური დარტყმით გოლი გაიტანა და "სამეფო გუნდს" ქულა გადაურჩინა.


Facebook კომენტარები