2 წლის და 10 თვის წინ
დარჩება თუ არა კროოსი "რეალში" - რას წერენ ესპანურ მედიაში
დარჩება თუ არა კროოსი "რეალში" - რას წერენ ესპანურ მედიაში
ავტორი
Aa

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთლს, ტონი კროოსს სეზონის ბოლოს კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდება.

მედიაში იწერებოდა, რომ გერმანელი "სამეფო გუნდთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებდა და საფეხბურთო კარიერას ნაადრევად დაასრულებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტმა თომას გონსალესმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, დიდი შანსია, რომ ტონიმ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს და "ბლანკოსში" კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

აღნიშნულ საკითხზე სხვა ცნობები ჯერჯერობით არაა გავრცელებული და თავად კროოსი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებს.


Facebook კომენტარები