2 წლის და 3 თვის წინ
"რეალში ყველას არ ვემეგობრებოდი" - რას ეუბნება რამოსი "პსჟ"-ს ფეხბურთელებს
"რეალში ყველას არ ვემეგობრებოდი" - რას ეუბნება რამოსი "პსჟ"-ს ფეხბურთელებს
ავტორი
Aa

ფრანგული გამოცემა "L'Equipe" მადრიდის "რეალის" ყოფილ და "პარი სენ-ჟერმენის" ამჟამინდელ მცველზე სერხო რამოსზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ტაბლოიდი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ესპანელი "ბლანკოსის" რიგებში ირიცხებოდა.

აღნიშნული წყარო იტყობინება, რომ რამოსი "რეალში" ყველას არ ემეგობრებოდა, თუმცა როდესაც ისინი მოედანზე შედიოდნენ, ყველა ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებოდა.

ეს მიდგომა კი პარიზულ კლუბს ნამდვილად სჭირდება, რადგან მათი ბოლოდროინდელ წარუმატებლობის მიზეზად, შესაძლოა, ეს ფაქტორი ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის სერხიო ფრანგული კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.


Facebook კომენტარები