2 წლის და 10 თვის წინ
ანჩელოტი საფრთხეშია - რა შემთხვევაში გაუშვებს "რეალი" კარლოს
ანჩელოტი საფრთხეშია - რა შემთხვევაში გაუშვებს "რეალი" კარლოს
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარი მწრთვნელის კარლო ანჩელოტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბორდის წევრები "რეალის" ბოლოდროინდელი პერფორმანსითა და ანჩელოტის გადაწყვეტილებებით დიდად კმაყოფილები არ არიან.

ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით "ბარსელონასთან" მარცხმა გაამწვავა, რასაც გუშინ "ბეტისთან" უგოლო ფრე მოჰყვა.

ამ ყველაფრის ფონზე კი მარიო კორტეხანა წერს, რომ თუ "ბლანკოსი" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას ან ლალიგას არ მოიგებს, ანჩელოტის გაათავისუფლებენ.

ლალიგაში მადრიდელები კატალონიელებს 9 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი სიტუაცია შედარებით კარგადაა. პირველი მატჩის შემდეგ "რეალი" "ლივერპულს" სახლში სამ ბურთიანი უპირატესობით შეხვდება.


Facebook კომენტარები