1 წლის და 11 თვის წინ
ბრაიმ დიასი, შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს - რა გეგმები აქვთ მადრიდელებს
ბრაიმ დიასი, შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს - რა გეგმები აქვთ მადრიდელებს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბრაიმ დიასი, რომელიც ამ მომენტისტვის "მილანში" ასპარეზობს, მადრიდის "რეალის" საკუთრებაა.

ესპანელი იტალიურ გუნდში იჯარის წესითაა გაშვებული და ეს ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს იწურება.

ABC-ს ინფორმაციით, "როსონერიში" არ მიიჩნევენ, რომ ბრაიმის ნაჩვენები თამაში 22 მილიონი ღირს. ეს ის თანხაა, რომელიც იტალიელებმა მისი გამოსყიდვისთვის უნდა გადაიხადონ.

თავის მხრივ, ამავე წყაროს ინფორმაციით, "ბლანკოსში" სურთ, რომ დიასი უკან დაიბრუნონ.

ხელმძღვანელობას გუნდში ახალგაზრდა მოთამაშის მოყვანა სურთ, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. ბრაიმი კი ასეთი ნამდვილად არის.

ასე რომ, არის შანსი, იგი ზაფხულში "სამეფო გუნდში" დაბრუნდეს.


Facebook კომენტარები