23 საათის და 52 წუთის წინ
ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" სექტემბრამდე დააკლდება
ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" სექტემბრამდე დააკლდება
ავტორი
Aa

Marca-ს ინფორმაციით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ფერლან მენდი ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თამაშს, რომელიც სექტემბერში გაიმართება.

ფრანგი მარცხენა მცველი ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მაქსიმუმს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს გუნდთან ერთად ვარჯიშს, თუმცა ექიმების ვარაუდით, მისი სრული მზადყოფნა ჩემპიონთა ლიგის სტარტისთვის ნაკლებად სავარაუდოა.

გარდა იმისა, რომ მენდის ტრავმები ხშირად აწუხებს, ამ ზაფხულში კლუბში ალვარო კარერასის მოსვლის შემდეგ, საუბარი იყო ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზეც.

თუმცა, ფრანგს „რეალში“ დარჩენა სურს და იგი მზად არის იბრძოლოს პოზიციის დასაბრუნებლად.

კლუბის კი მენდის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია – ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებს ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებას.


Facebook კომენტარები