6 საათის და 17 წუთის წინ
"გულწრფელად ვამბობ, ის რაულს მაგონებს" - რა თქვა ჩაბი ალონსომ "რეალის" ფეხბურთელზე
"გულწრფელად ვამბობ, ის რაულს მაგონებს" - რა თქვა ჩაბი ალონსომ "რეალის" ფეხბურთელზე
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, ახალგაზრდა ტალანტზე, გონსალო გარსიაზე, რომელიც ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა, კომენტარი გააკეთა და მისი პოტენციალი განსაკუთრებულად შეაფასა.

„გონსალო? კი, რა თქმა უნდა, ვიცნობ. მე ძალიან ახლოდან ვადევნებდი თვალს კასტილიას, ამიტომ არ მიკვირს მისი პროგრესი,“ – აღნიშნა 43 წლის სპეციალისტმა.

რაც ყველაზე საინტერესოა, ალონსომ გარსიას თამაშის სტილი მადრიდული გრანდის ლეგენდარულ ფორვარდს შეადარა:

"გონსალო გარსია მართლა რაულს მაგონებს… გულწრფელად ვამბობ“ – განაცხადა რეალის თავკაცმა.



Facebook კომენტარები