

Cadena SER Deportivos-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ მზად იქნება როდრიგო გოესი გაყიდოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მყიდველი €90 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბრაზილიელი ვინგერის მიმართ ყველაზე აქტიური ინტერესის გამომჟღავნებელი ამ ეტაპზე ლონდონის „არსენალია“. ცნობილია, რომ ინგლისური კლუბი შეტევის ფლანგზე გაძლიერებას გეგმავს და როდრიგო ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ჰყავთ შერჩეული.
მადრიდული გრანდი როდრიგოს ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ტრანსაქცია კლუბისთვის ფინანსურად მომგებიანი და სტრატეგიულად გამართლებული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსის“ გეგმებში როდრიგო კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა, კლუბი ამ ეტაპზე ბაზარზე მოქნილ პოზიციას იკავებს და სიტუაციას ვითარების მიხედვით შეაფასებს.
ასე და ამგვარად თუ „არსენალი“ მზად იქნება „რეალის“ მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი ვიხილოთ.



