12 საათის და 21 წუთის წინ
საინტერესო გეგმა - რას აპირებს "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
საინტერესო გეგმა - რას აპირებს "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
ავტორი
Aa

Carrusel Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს – იმ პირობით, თუ კლუბს დიდი კალიბრის მოთამაშე დატოვებს, გუნდი ახალი ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელის წასვლაზეა საუბარი, თუმცა წყაროს ცნობით, ეს მოთამაშე მაღალი ანაზღაურების მქონეა და მისი გუნდიდან წასვლა ბიუჯეტსა და ფინანსურ საკითხებს მნიშვნელოვნად გაათავისუფლებს.

ასეთ ვითარებაში „სამეფო კლუბი“ მზად იქნება, ალონსოს მიერ მოთხოვნილი ტიპის ნახევარმცველი შეიძინოს – სწორედ ისეთი, როგორსაც მადრიდელთა დამრიგებელი ტაქტიკურად ენდობა.

ასე და ამგვარად, არის შანსი, რომ რეალმა მორიგი ტრანსფერი განახორციელოს.


Facebook კომენტარები