

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელთა დამრიგებელმა, ჩაბი ალონსომ, „რეალის“ ხელმძღვანელობას შუა ხაზში კიდევ ერთი – კონტროლის ფუნქციაზე ორიენტირებული ნახევარმცველის დამატება სთხოვა.
ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეთ პროფილის მოთამაშე გუნდს ტაქტიკურ მრავალფეროვნებასა და თამაშის რიტმის უკეთ კონტროლში დაეხმარება.
თუმცა, როგორც წყარო იუწყება, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ არსებული ნახევარმცველების რაოდენობა და დონე სრულიად საკმარისია ყველა ტურნირზე წარმატების მისაღწევად.
კლუბის ხედვით, გუნდის შიდა რესურსით – ისეთი მოთამაშეებით, როგორებიც არიან კამავინგა, ბელინგემი, ჩუამენი, ვალვერდე და სხვები – ნახევარდაცვა უკვე ძლიერია და ახალ ტრანსფერს აუცილებლობად არ მიიჩნევენ.
ჯერჯერობით საკითხი გახსნილად რჩება, თუმცა ნათელია, რომ მადრიდელთა სპეციალისტი კონკრეტულ ტაქტიკურ შტრიხებზე უკვე ფიქრობს.



