1 დღის წინ
“ბრაზი? არა უბრალოდ…” - ჩაბი ალონსოს განცხადება
“ბრაზი? არა უბრალოდ…” - ჩაბი ალონსოს განცხადება
ავტორი
Aa

როგორც მოგეხაენებათ, მადრიდის რეალისა და ალ ჰილალის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

გთავაზობთ, ჩაბი ალონსოს მატჩისშემდგომ კომენტარს:

"მოედანზე შესვენებისას ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ ბურთთან ცოტა უფრო მოთმინებით ეთამაშათ და არ აჩქარებულიყვნენ, ჩვენ მეორე ტაიმში ნამდვილად უკეთესები ვიყავით."

"პირველ ტაიმში ბევრი რამ გვაკლდა, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე თამაშში."

"მინდა მივულოცო დინს და ტრენტს დებიუტი, ეს მათთვის განსაკუთრებული დღეა და ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან."

"ბრაზი? არა, უბრალოდ არის რაღაცები, რაც შეიძლება სხვანაირად გვინდოდა გაგვეკეთებინა და რაც უკეთესად უნდა შევასრულოთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ეს კარგად ვიცით."

"რაულ ასენსიოს სიცხეში ძალიან გაუჭირდა, ამიტომ შევცვალეთ."

"ყოველთვის ორი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ, როგორც დღეს? არ ვიცი, ახლა ბევრი ცენტრალური მცველი არ გვყავს, ასე რომ, ამით ვიწყებთ. ეს არის საწყისი ეტაპი."

 "რისი გაუმჯობესება გვჭირდება? ბურთთან თამაშის ბალანსი. მეორე ტაიმში უფრო ხანგრძლივად ვფლობდით ბურთს, მეტჯერ მივუახლოვდით მათ საჯარიმოს, უკეთესად ვითამაშეთ. საკმარისი არ იყო, მაგრამ უკეთესი იყო."

"ფრანკო მასტანტუონოსგან ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს."

"არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა მბაპე შემდეგ მატჩზე. ვნახოთ, ბოლო 2 დღე კარგად არ იყო, ის ავადაა."


Facebook კომენტარები