1 დღის და 4 საათის წინ
"ჩვენ ისევ ანჩელოტის სტრუქტურა გვაქვს" - რას ამბობს ტიბო კურტუა
"ჩვენ ისევ ანჩელოტის სტრუქტურა გვაქვს" - რას ამბობს ტიბო კურტუა
ავტორი
Aa

ტიბო კურტუამ „ალ ჰილალთან“ გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის სათამაშო სტრუქტურასა და ჩვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ანჩელოტის სტრუქტურა შემოგვრჩა და ეს ოთხ დღეში ვერ შეიცვლება,“ – აღნიშნა ბელგიელმა მეკარემ.

კურტუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს უკვე ახალი თავკაცი ჰყავს, ძველი ტაქტიკური ჩვევები ბუნებრივად შენარჩუნდა და მათ შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება.

ეს განცხადება ცხადყოფს, რომ სამეფო კლუბში ტრანსფორმაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ, რათა ახალ ფილოსოფიას სრულად შეეგუონ.


Facebook კომენტარები