1 დღის და 12 საათის წინ
"მან ამ კლუბზე ეს იცის" - სერხიო რამოსის კომენტარი ჩაბი ალონსოზე
"მან ამ კლუბზე ეს იცის" - სერხიო რამოსის კომენტარი ჩაბი ალონსოზე
ავტორი
Aa

ლეგენდარულმა მცველმა, სერხიო რამოსმა, "Marca"-სთან საუბარში ჩაბი ალონსოს „რეალში“ დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა და მისი მწვრთნელად დანიშვნა დადებითად შეაფასა.

„ჩაბი ალონსო საინტერესო გაძლიერებაა *რეალისთვის*. როგორც ფეხბურთელმა – მან ყველაფერი მოიგო და ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობს ეს კლუბი,“ – განაცხადა რამოსმა.

ჩაბისა და რამოსის გზები წარსულში „რეალში“ იკვეთებოდა და ესპანელი ნახევარმცველის პროფესიონალიზმი და მოედნის ხედვა მაშინვე იმსახურებდა თანაგუნდელების პატივისცემას.

კაპის შეფასება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ნდობასა და მოლოდინს, რაც ახალ მწვრთნელს როგორც გუნდში, ისე გულშემატკივართა წრეში აქვს.



Facebook კომენტარები