1 დღის და 9 საათის წინ
ცნობილია - რა თანხას გადაიხდის "რეალი" ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერში
ცნობილია - რა თანხას გადაიხდის "რეალი" ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერში
ავტორი
Aa

TyC Sports-ის ცნობით, „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა, ხორხე ბრიტომ, ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერის ფინანსური დეტალები საჯაროდ დაადასტურა.

მისი თქმით, მადრიდის „რეალი“ არგენტინელ ტალანტში ჯამში 45 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა გადახდა ეტაპობრივად განხორციელდება:

€20 მილიონი – დაუყოვნებლივ, ტრანსფერის გაფორმების მომენტში;

€12.5 მილიონი – 2026 წლის ივნისში;

€12.5 მილიონი – 2027 წლის ივნისში.

ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რეალი“ მომავალზე აშენებულ სტრატეგიას ეყრდნობა და ნიჭიერ სამხრეთ ამერიკელ ტალანტებზე აქტიურად მუშაობს.

მასტანტუონო ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება არგენტინაში და მისი მოსვლა მადრიდში დიდ ინტერესს იწვევს როგორც გულშემატკივრებში, ისე სპეციალისტებს შორის.


Facebook კომენტარები