1 დღის და 16 საათის წინ
მალე გაოფიციალურდება - რა შეთანხმებას მიაღწია რაულ ასენსიომ "რეალთან"
მალე გაოფიციალურდება - რა შეთანხმებას მიაღწია რაულ ასენსიომ "რეალთან"
ავტორი
Aa

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ რაულ ასენსიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

ახალგაზრდა ტალანტმა „ბლანკოსთან“ ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევრო იქნება.

კლუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდულ პროექტზე სრული ნდობით მუშაობს და ასენსიოს გარშემო მომავლის გეგმების ჩამოყალიბებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რაულ ასენსიო ბოლო სეზონში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა მადრიდელებმა მოთამაშის შენარჩუნება პრიორიტეტად აქციეს.

ხელშეკრულების გაფორმებით „რეალმა“ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ახალგაზრდა ტალანტების გრძელვადიან განვითარებას სერიოზულად უდგება.



Facebook კომენტარები