1 წლის და 9 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ბეტისთან" მატჩის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ბეტისთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

ხვალ, ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის "რეალისა" და "ბეტისის" დაპირისპირებას ვიხილავთ.

ამ თამაშის წინ, "ბლანკოსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"მოდრიჩის კონტრაქტის გახანგრძლივება? მან უკვე ისაუბრა კლუბთან და შესაბამის გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

"ჩემი კომენტარი "კლასიკოს" შემდეგ? კიდევ ვიმეორებ, რომ კარგად ვითამაშებთ, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ.

"ბეტისი"? ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ. მათ წინააღმდეგ ჩვენც კარგად უნდა ვითამაშოთ.

"ჩემდეგ კვირას ფერლან მენდი ტრავმისგან გამოჯანმრთელდება და გუნდს დაუბრუნდება.

"შეტევაში პრობლემები არ გვაქვს. "ენფილდზე" 5 გოლი გავიტანეთ.

"ვამჩნევ, რომ კარიმი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია.

"როდრიგო არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

"არის თუ არა მილიტაო საუკეთესო ცენტრალური მცველი მსოფლიოში? დიახ, არის.

"ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ. შეტევაში პრობლემა არ გვაქვს", - განაცხადა იტალიელმა.


Facebook კომენტარები