1 დღის და 2 საათის წინ
დონარუმა და "რეალი"? - რა ინფორმაცია გავრცელდა უცხოურ მედიაში
დონარუმა და "რეალი"? - რა ინფორმაცია გავრცელდა უცხოურ მედიაში
ავტორი
Aa

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯანლუიჯი დონარუმა მზად არის კარიერაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და შესაძლოა, ზაფხულში კლუბიც კი შეიცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიელი მეკარე ინტერესს იჩენს ისეთი გრანდების მიმართ, როგორიც არიან მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“. ორივე კლუბს ამ პოზიციაზე გარკვეული პრობლემები აქვს, რაც შესაძლოა დონარუმასთვის იდეალური შესაძლებლობა იყოს.

დონარუმამ ახლახან მოიგო ჩემპიონთა ლიგა პარიზის „სენ-ჟერმენთან“ ერთად და მიაჩნია, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, როცა ახალ გამოწვევას უნდა შეხედოს.

ჯერჯერობით კონკრეტული მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ დაწყებულა, თუმცა იტალიელის მომავალი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო თემაა, რომელიც ზაფხულში ყურადღების ცენტრში იქნება.




Facebook კომენტარები