

ესპანური გამოცემა „Diario AS“-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ბაზარზე ახალ სამიზნეზე მუშაობს – საუბარია „ოსასუნას“ ხორვატ ფორვარდზე, ანტე ბუდიმირზე.
წყაროს ცნობით, მადრიდელები 32 წლის თავდამსხმელით ბოლო კვირებში დაინტერესდნენ და უკვე დაიწყო შიდა განხილვები მისი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ბუდიმირი მიმდინარე სეზონში „ოსასუნას“ ერთ-ერთი ლიდერია – მას ლა ლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი და თავს რეგულარულად წარმოაჩენს.
როგორც ირკვევა, „რეალი“ ვეტერან შემტევს მოკლევადიან პერსპექტივაში სარეზერვო თავდამსხმელად განიხილავს, რაც ასევე დაეხმარება გუნდის შემტევ ხაზს, განსაკუთრებით მაშინ, როცა როტაცია აუცილებელი ხდება.
ჯერ ჯერობით კონკრეტული წინადადება კლუბს არ მიუღია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მომავალ კვირებში მადრიდელები "ოსასუნას" დაუკავშირდებიან.



