

როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი 24 მაისს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
"რეალ სოსიედადთან" მატჩის წინ იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ეპოქა მთავრდება? დიახ, შეგიძლიათ ასე იფიქროთ. ლუკა მოდრიჩი ოქროს თაობის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელია, მხოლოდ კარვახალი დარჩა.
"ახლა კლუბმა ახალი თაობა უნდა შექმნას. ეს მადრიდის "რეალია". მოდრიჩი წავიდა, კროოსიც, კაზემიროც, კრიშტიანუც, კასილასიც, მაგრამ ეს გუნდი ყოველთვის საუკეთესოა მსოფლიოში.
"მოდრიჩი ყველასთვის მაგალითი იყო. ის ლეგენდაა. მან შეძლო თავისი სათამაშო და პიროვნული თვისებების შერწყმა.
"დღე ძალიან ემოციური იქნება. თუ ვიტირებ, არ დავმალავ. ამ დღეს ლუკასთან ერთად გავიზიარებ... ლეგენდასთან, ფანტასტიკურ ფეხბურთელთან. ლუკასთან დამშვიდობება მშვენიერი იქნება", - თქვა ანჩელოტიმ.



