1 წლის და 1 თვის წინ
"მალე ისევ გნახავ ვინი" - არაუხოს პოსტი "ელ კლასიკოს" შემდეგ
"მალე ისევ გნახავ ვინი" - არაუხოს პოსტი "ელ კლასიკოს" შემდეგ
ავტორი
Aa

გუშინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მორიგი "ელ კლასიკო" გაიმართა, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 1:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში, აშკარად გამოჩნდა, რომ რონალდ არაუხო ვინისიუს ჟუნიორის პერსონალურ მეურვედ იდგა. ჩავის ასეთმა გადაწყვეტილებამ კი გაამართლა და ურუგველმა ბრაზილიელს სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა.

"ელ კლასიკოს" შემდეგ, არაუხომ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

"მალე ისევ გნახავ ვინი", - წერს კატალონიელთა ურუგვაელი მცველი.

აქვე გეტყვით, რომ "რეალისა" და "ბარსას" შემდეგი თამაში 20 მარტს გაიმართება.



Facebook კომენტარები