1 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონას გამარჯვება არ დაუმსახურებია" - რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ
"ბარსელონას გამარჯვება არ დაუმსახურებია" - რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ გასულ ღამეს გამართული ელ კლასიკოს შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ. მეტოქეს მშვენივრად ვაპრესინგებით. რთული იყო სივრცეების პოვნა, რადგან ისინი თავს მედგრად იცავდნენ."

"ისეთი თამაში გვქონდა, როგორსაც ვგეგმავდით. ახლა კი განმეორებითი მატჩის წინ თავდაჯერებულები ვართ."

"შეხვედრა კარგად დავიწყეთ და კარგადაც დავასრულეთ. მათ გოლი ჩვენი შეცდომის გამო გაიტანეს."

"პრესინგისა და დაცვის მხრივ, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ."

"კამპ ნოუზე ისინი თავს ასე აღარ დაიცავენ. ჩვენ კი იგივენაირად უნდა ვითამაშოთ."

"ვწუხვართ, რომ წავაგეთ, მაგრამ თამაშით უკმაყოფილოები არ ვართ. აშკარაა, რომ ბარსას გამარჯვება არ დაუმსახურებია." - განაცხადა კარლომ.


Facebook კომენტარები