როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროს კარგ ფორმაში შედის და გოლებსაც იტანს.
ამ ყველაფერს კი ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ადილ რამი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ჟორჟს მადრიდის "რეალში" თამაში შეუძლია.
"ალბათ, იფიქრებთ აჭარბებსო, თუ გეტყვით, რომ მიქაუტაძეს თავისუფლად შეუძლია ევროპის ტოპ 10-დან რომელიმე გუნდში თამაში.
"მაგალითად, თუ პსჟ ტოპ 10 გუნდში შედის, მაშინ ის ამ გუნდში 9 ნომრის პოზიციაზე იდეალურად ითამაშებდა. ჯერ მხოლოდ 24-25 წლისაა და მალე კიდევ უფრო მეტს დაამტკიცებს.
"ამჟამად ბარსელონაში ლევანდოვსკია, თუმცა თუ 2-3 წელიწადში მიქაუტაძე ბარსაში ან რეალში გადავა, ყველაფერს გაანადგურებს, რადგან კარგი მეპასეები ეყოლება და გოლების გატანა არ გაუჭირდება.
"ლიონში მისი პროგრესი აშკარაა და როცა მიქაუტაძეს მალე დიდ გუნდში იხილავთ, ჩემ სიტყვებს გაიხსენებთ", - განაცხადა ფრანგმა.