2 წლის და 10 თვის წინ
მორიგი დარტყმა - "ბარსას" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა?
მორიგი დარტყმა - "ბარსას" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა?
ავტორი
Aa

ანდრეას კრისტენსენი კოჭზე დისკომფორტს გრძნობს, - იუწყება Relevo.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალურმა მცველმა დღეს სულ 15 წუთის განმავლობაში ივარჯიშა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კრისტენსენი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს. ამაზე გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" "ბარსელონა" ისედაც დიდი დანაკლისით სტუმრობს. კატალონიელები ხვალ რობერტ ლევანდოვსკის, პედრი გონსალესისა და უსმან დემბელეს გარეშე ითამაშებენ.

ცნობისთვის, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი "კლასიკო" თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები