2 წლის და 10 თვის წინ
ვინ მოიგებს კლასიკოს - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ვინ მოიგებს კლასიკოს - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მიმდინარე სეზონის მორიგ "ელ კლასიკოს" ვიხილავთ. აღნიშნული დაპირისპირება ესპანეთის თასის ეგიდით შედგება. 

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას კატალონიის "ბარსელონა" დიდი დანაკლისით ხვდება.

გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია. ამას ემატება ისიც, რომ "რეალი" ხვალ სახლში თამაშობს.

ეს ფაქტორები კი "სამეფო გუნდს"  ამ დაპირისპირებაში ფავორიტ გუნდად აქცევს.

სუპერკომპიუტერის პროგნოზით "ბლანკოსის" მოგების შანსი 55 პროცენტითაა შეფასებული, ხოლო ბლაუგრანას ტრიუმფის პროცენტული მაჩვენებელი 25-ია, ფრე კი - 20%.

შეგახსენებთ, რომ მატჩი შუა ღამით 00:00-ზე დაიწყება.


Facebook კომენტარები