1 წლის და 9 თვის წინ
ითამაშებს თუ არა ფატი "რეალთან" - ახალი ცნობები
ითამაშებს თუ არა ფატი "რეალთან" - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

ანსუ ფატიმ "ბარსელონას" კიდევ ერთი სავარჯიშო სერია გამოტოვა და მუხლის ტრავმა ჯერ სრულად არ მოუშუშებია, - იუწყება ადრია ალბეტსი. 

Carrusel Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელი ხვალ გასამართი "ელ კლასიკოსთვის" მაინც მზად იქნება. ამასთანავე, ესპანელი "ბლაუგრანას" 21-კაციან განაცხადშიც მოხვდა.

ფატი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, რათა ჩავი ერნანდესის ხელში არსებული ისედაც მწირე რესურსი კიდევ უფრო არ შემცირდეს. 

მოგახსენებთ, რომ "რეალთან" მატჩში კატალონიურ გრანდს რობერტ ლევანდოვსკი, პედრი გონსალესი და უსმან დემბელე დააკლდებიან. სასტარტო შემადგენლობაში ესპანური პრესა ფერან ტორესსა და რაფინიას ელოდება. 

კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები