10 საათის და 58 წუთის წინ
მბაპე "პსჟ"-ს სადისციპლინო კომიტეტში უჩივის - რას ითხოვს კილიანი
მბაპე "პსჟ"-ს სადისციპლინო კომიტეტში უჩივის - რას ითხოვს კილიანი
ავტორი
Aa

კილიან მბაპე უკვე „რეალის“ ფეხბურთელია და ესპანეთში გადაბარგდა. თუმცა, მას ყოფილ გუნდთან კვლავ აკავშირებს დაუსრულებელი დავა. ფრანგი ვარსკვლავი „პსჟ“-ს მფლობელებისგან 55 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. ფეხბურთელის წარმომადგენლების განცხადებით, მას ეს თანხა პრემიებისა და ხელფასების სახით უნდა აეღო, კლუბის დატოვების მიუხედავად.

ფრანგული კლუბის მესვეურები თვლიან, რომ მბაპეს ესპანეთში უფასოდ გადასვლის შედეგად, აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება გაუქმდა. მბაპეს ადვოკატები დღემდე ამტკიცებენ, რომ თანხის გადახდაზე უარის თქმა ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევას უდრის და უკანონოა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მბაპეს უკვე დაუჭირა მხარი საფრანგეთის იურიდიულმა კომიტეტმა და სააპელაციო სასამართლომ. ამჯერად, ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა საჩივრის შეტანას სადისციპლინო კომიტეტში გადაწყვიტეს და ეს მალე გაოფიციალურდება.


Facebook კომენტარები