11 საათის წინ
რჩება თუ მიდის - როგორია მოდრიჩის სურვილი და რას აპირებს "რეალი"
რჩება თუ მიდის - როგორია მოდრიჩის სურვილი და რას აპირებს "რეალი"
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" 39 წლის ლეგენდარულ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს, ესპანურ გრანდში კარიერის გაგრძელება მინიმუმ ერთი წლით სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანმა ხორვატს, რომელსაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში წეურება, სურვილი აქვს "თეთრების" რიგებში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მოდრიჩის როლი "სანტიაგო ბერნაბეუზე" წინა წლებთან შედარებით რეზერვულ ხასიათს ატარებს, თუმცა, თავად ლუკას აზრით, მას უმაღლეს დონეზე თამაშის ფიზიკური უნარი ჯერ არ დაუკარგავს. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში ისაუბრა.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა თავად კლუბი ოქროს ბურთის მფლობელი ხორვატის შენარჩუნებას. შეგახსენებთ, რომ 2024/25 წლების სეზონში, ლუკას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებული 20 მატჩი 3 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები