6 დღის და 4 საათის წინ
"რეალი" ანჩელოტის გასაშვებად ემზადება - 3 კანდიდატი, ვინც შეიძლება კარლო შეცვალოს
"რეალი" ანჩელოტის გასაშვებად ემზადება - 3 კანდიდატი, ვინც შეიძლება კარლო შეცვალოს
ავტორი
Aa

ბოლო დროს კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალიდან" შესძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ. 

ბუნებრივია, "ლივერპულთან" წაგების შემდეგ ამ საკითხზე საუბრები კიდევ უფრო გახშირდა. 

სხვადასხვა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "სამეფო გუნდი" იტალიელი სპეციალისტის გასაშვებად ემზადება. 

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, თუ ეს სეზონის დასრულებამდე მოხდა, კარლოს შემცვლელი "ბლანკოსის" ყოფილი თავკაცი სანტიაგო სოლარი იქნება. 

იწერება, რომ თუ მოვლენები ასე განვითარდა და სოლარი კვლავ "თეთრების" დამრიგებელი გახდა, ის გუნდს ჩაბი ალონსოს მოსვლამდე გაწვრთნის. 

გარდა ამისა, სხვადასხვა გამოცემებმა მადრიდულ გრანდთან ზინედინ ზიდანიც დააკავშირეს, რომელიც "რეალს" აქამდე ორჯერ წვრთნიდა.  

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მადრიდელები.


Facebook კომენტარები