როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალი" "ენფილდზე" "ლივერპულს" შეხვდება.
შეხვედრის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო განცხადებაც გააკეთა.
"ხვალინდელი თამაში, როგორც ყოველთვის, ძალიან სახალისო იქნება. მადრიდის რეალი და ლივერპული ისტორიული კლუბებია. ლივერპული ყოველთვის ძალიან საშიში და კონკურენტუნარიანია.
"ვინისიუსი? ვფიქრობ, მან ტრავმა მატჩის ბოლოს მიიღო. ახლა მთავარია მისი გამოჯანმრთელება და ვნახოთ, ვინ შეცვლის მას.
"ლივერპული ძალიან კარგად თამაშობს. ეს არის შანსი ჩვენთვის, ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო დონე. დარწმუნებული ვარ შესანიშნავი თამაში იქნება.
"ვინისიუსი და ვალვერდე კარგად იყვნენ სანკრებო შესვენების შემდეგ. ხდება ხოლმე ტრავმები.
"არავის შეუძლია, რომ ცვლილებებზე ვინმემ რჩევა მომცეს. 1300 თამაშში ვიყავი მწვრთნელი, 1300 შემადგენლობა მაქვს არჩეული და 4000 ცვლილება გაკეთებული. არ ვფიქრობ, რომ აქედან ვინმეს შეუძლია რჩევის მოცემა ამ საკითხზე", - თქვა ანჩელოტიმ.