

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველის, არდა გიულერის მომავალი ესპანურ კლუბში ამ მომენტისთვის გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მან იჯარის წესით კარიერა სხვა კლუბში განაგრძოს. ეს ნაბიჯი არდას რეგულარულ სათამაშო დროს მისცემდა, რაც ორივე მხარისთის მომგებიანი გამოსავალი იქნებოდა.
Caught Offside-ის თანახმად, ლონდონის "არსენალი" თურქი ვარსკვლავის დამატებით აქტიურად დაინტერესდა. ინგლისური გამოცემა აგრეთვე იუწყება, რომ პრემიერ ლიგაში "მეთოფეებს" გიულერის დამატებაში კონკურენცია შესაძლოა, უნაი ემერის "ასტონ ვილამ" გაუწიოს.
არდას დამატების სურვილი აგრეთვე სხვა ევროპული კლუბებსაც აქვს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ფეხბურთელის მდგომარეობას სერია ა-ს ორი გრანდი, "იუვენტუსი" და "მილანი" აკვირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი მადრიდელთა გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიულერი "ფენერბაჰჩისგან" განსხვავებით, "თეთრებში" მარჯვენა ფლანგის პოზიციას ძირითადად სათადარიგოდან ავსებს. გეტყვით იმასაც, რომ მას მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს.



