მადრიდის "რეალმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.
"სამეფო კლუბის" მცდელობამ დიდი შედეგი ვერ უნდა გამოიღოს, რადგან "ნაპოლის" პრეზიდენტი მოვლენათა მსგავსად განვითარების წინააღმდეგია. CDS-ის ცნობით, აურელიანო დე ლაურენტისი კვარას ზაფხულში არ შეელევა.
"რეალი" 22 წლის შემტევს აკვირდება, მაგრამ დე ლაურენტისს ეს არ აღელვებს. 71 წლის კინორეჟისორი კვარაცხელიასთვის ხელფასის გასაორმაგებლადაც კი მზადაა," - წერს ცნობილი გამოცემა.
როგორც ჩანს, "პარტენოპეის" მმართველისთვის ქართველი გარემარბი ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "ნაპოლის" მაისური 23 ოფიციალურ მატჩში მოირგო. კვარას ანგარიშზე 11 გოლი, 12 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.