ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ საფეხბურთო ვარსვკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ბევრ საქველმოქმედო საქმეს სჩადის.
თუმცა ამის შესახებ ბევრს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
კრიშტიანუ არის სამი ერთ-ერთი წამყვანი საქველომოქმედო ორგანიზაციის ელჩი.
"UNICEF", "WORLD VISION" და "SAVE THE CHILDREN" პორტუგალიელი ამ ორგანიზაციების ელჩი გახლავთ.
ასევე ცნობილია, რომ რონალდუ სისხლს აბარებს ბავშვებისთვის, რომელთაც ეს სჭირდებათ.
აღსანიშნავია რონალდუს დამოკიდებულება სტიქიური მოვლენების მიმართ. თუ ასეთი საზარელი რამ რომელიმე ქვეყანაში მოხდება რონალდუ მუდამ აგზავნის საჭირო თანხას.
მაგალითად, თურქეთში და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რამაც მოსახლეობა დააზარალა, ფეხბურთელმა გარკვეული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რამაც ბევრის ცხოვრება შეცვალა.
და ბოლოს მოგახსენებთ რონალდუს გაყიდული ოქროს ბურთის შესახებ. მან ეს ჯილდო 325 000 დოლარად გაყიდა და მიღებული თანხა ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა.
ასეა, კრიშტიანუ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად, დიდებული ადამიანიცაა.