როგორ მოგეხსენაბთ, ეროვნული შეკრებები დაიწყო და ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალლუ ნაკრებშიც გამოიძახეს.
მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“იმ ფეხბურთელით, რომლებსაც პორტუგალიის ნაკრებში თამაში არ სურთ, იმედგაცრუებული ვარ. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე საკუთარი ქვეყნის და კულტურის წარდგენა. ისიამოვნეთ ამით, დრო სწრაფად გადის.
წარმატების მისაღწევად ყველაფერი გვაქვს. შესანიშნავი მწვრთნელები, პერსპექტიული ფეხბურთელები... რამდნენიმე დეტალი გვაკლია იმისთვის, რომ უფრო დიდები გავხდეთ.
როცა 18 წლის ასაკში პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მინდოდა ეროვნულ გუნდში 20-25 მატჩი მაინც მეთამაშა. რატომ არა 100? 150 ან 200? ამდენი ტიტულის მოგების შემდეგაც კი, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე საკუთარი ქვეყნისთვის თამაში.” - განაცხადა რონალდუმ.