მადრიდის "რეალში" უმძიმესი სიტუაციაა - უკიდურესად ბევრი ტრავმების შემდეგ კლუბში დიდი არეულობაა.
გარდა ამისა, ამ მომენტისთვის ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი მხოლოდ ანტონიო რუდიგერია.
ბუნებრივია, ასეთ ფონზე "მადრიდისტები" სერხიო რამოსის დაბრუნებას ითხოვენ, მით უფრო, რომ იგი ახლა თავისუფალი აგენტია.
გთავაზობთ "მადრიდისტების" გამოხმაურებას ამ საკითხზე:
"დააბრუნეთ რამოსი მილიტაოს შემცვლელად. ის ახლა თავისუფალი აგენტია.
"იმის გარდა, რომ სერხიოს დაბრუნება ისტორიული მოვლენა იქნება, ამ მომენტში ძალიან გვჭირდება კიდეც.
"ტრავმები მომრავლდა და ახალი ფეხბურთელებია საჭირო. რეალი რამოსის დაბრუნებას უნდა განიხილავდეს.
"გასაგებია, რომ რამოსი ახლა ასაკშია, თუმცა საჭიროება ამას მოითხოვს. ზაფხულის შემდეგ ის არცერთ კლუბს დაუმატია.
"არავინ იცნობს ამ გუნდს იმაზე კარგად, ვიდრე რამოსი. კარლო ანჩელოტისთან ერთად მუშაობის გამოცდილება მას ძალიან დაეხმარებოდა გუნდთან შეწყობაში", - წერენ "რეალის" უცხოელი ქომაგები.