1 წლის და 6 თვის წინ
ანჩელოტი: "როგორც იქნა, ეს კარგად გავაკეთეთ"
ანჩელოტი: "როგორც იქნა, ეს კარგად გავაკეთეთ"
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ბენზემა? ეს მისთვის რთული თამაში იყო. ის ცოტა გადაღლილი მეჩვენება."

"ბარსას წინააღმდეგ გასამართი მატჩი ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია."

"კორეას წითელი ბარათი? ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო."

"როგორც იქნა, კუთხური კარგად მოვაწოდეთ და ალვარომაც შესანიშნავი გოლი გაიტანა."

"რაულს ალვაროს თაობაზე აუცილებლად დაველაპარაკები. ის ამ სეზონში ორივე გუნდში ითამაშებს."

"მომდევნო სეზონში კი ის პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება."

"ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს რთული იქნება." - განაცხადა ანჩელოტიმ.


Facebook კომენტარები