5 თვის და 2 კვირის წინ
მამარდაშვილთან ერთად "რეალის" ფეხბურთელი ითამაშებს?! - ვისი ყიდვა სურს "ლივერპულს"
მამარდაშვილთან ერთად "რეალის" ფეხბურთელი ითამაშებს?! - ვისი ყიდვა სურს "ლივერპულს"
ავტორი
Aa

Teamtalk-ის ინფორმაციით, მიუხედავად ცოტა ხნის წინ 6 წლიანი კონტრაქტის გაფორმებისა, მადრიდის "რეალი" ორელიან ჩუამენის გუნდიდან გაშვებას განიხილავს. მიზეზი, როგორც ირკვევა, მომავლის ძვირადღირებული ტრანსფერების დაგეგმვაა. 

ცნობილია, რომ ფრანგი ნახევარმცველის დამატების შანსებს აქტიურად სწორედ "ლივერპული" ადევნებს თვალს. როგორც ჩანს, მერსესაიდელების მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს, ნაკლებად აქტიური ზაფხულის შემდეგ, გუნდში ნიჭიერი ჩამშლელელის დამატება სურს. 

ახლა კი, "ლივერპულს" შანსი ეძლევა ჩუამენის დამატებისთვის ზაფხულის შემდეგ კვლავ გაიბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იურგენ კლოპის მწვრთნელობის დროსაც კი, "წითლები" ფრანგის გუნდში მოყვანას აქტიურად ცდილობდნენ.

ასე და ამგვარად, არის შანსი, რომ "რეალის" ფეხბურთელი და გიორგი მამარდაშვილი მერსესაიდულ გუნდში ერთად ვიხილოთ.


Facebook კომენტარები