"ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ კიდევ ერთი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უამრავ საკითხს შეეხო.
27 წლის შემტევს შეკითხვა მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავის, ვინისიუსის შესახებაც დაუსვეს.
"მითხრა თუ არა ვინიმ "ელ კლასიკოს" დროს, რომ ოქროს ბურთს მოიგებდა? არა, მას ჩემთვის ეს არ უთქვამს. მატჩის მერე შევხვდით, მაგრამ სხვა საკითხები განვიხილეთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ 24 საათი ფეხბურთით ვცხოვრობთ, შეხვედრების დროს კი ერთმანეთის ოჯახებს ვკითხულობთ ხოლმე და ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ.
"რა თქმა უნდა, მესმის ვინის პროტესტი რასისტულ გამოხტომებზე. ეს ხალხი ზღვარს გადადის. ვინი ძალიან მხიარული ბიჭია, მუდამ ხუმრობს. ერთადერთი, რაც მას აბრაზებს, რასიზმია, და მისი სრულიად მესმის", - თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქროს ბურთი "მანჩესტერ სიტის" ესპანელ ნახევარმცველს, როდრის გადაეცა.