5 თვის და 2 კვირის წინ
მოულოდნელი ამბავი - "პსჟ" "რეალის" ლიდერის დამატებას ცდილობს
მოულოდნელი ამბავი - "პსჟ" "რეალის" ლიდერის დამატებას ცდილობს
ავტორი
Aa

Relevo-ს ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენმა" კილიან მბაპეს გუნდიდან წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალის" შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის დამატება მოისურვა. როგორც ირკვევა, ფრანგული კლუბი  ბრაზილიელის კონტრაქტის სიტუაციას ახლოდან აკვირდება. 

თავის მხრივ, "თეთრებში" მიიჩნევენ, რომ ვინი მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და როგორც ახლა, ისე მომავლის პროექტშიც, მას უდიდესი როლი მიენიჭება. სწორედ ამიტომ, "რეალმა" ბრაზილიელის კონტრაქტის 2027 წელზე მეტი დროით გახანგრძლივებაზე დაიწყო მოლაპარაკებები. 

თუმცა, როგორც ჩანს, თავად ვინისიუსი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. ბრაზილიელის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის, ხელფასის გაზრდაზე მორიგებაა. 

Relevo აგრეთვე დასძენს, რომ "პსჟ-ს" გარდა ბრაზილიელი შემტევის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსის" და რამდენიმე არაბული კლუბის მიზანიცაა. ამათგან კი, ვინის დამატებაზე ყველაზე აქტიურად სწორედ პარიზელები მუშაობენ.


Facebook კომენტარები