1 კვირის და 3 დღის წინ
ინფორმაციამ გაჟონა - რა რეაქცია ჰქონდათ "ბარსას" ფეხბურთელებს, როცა ვინისიუსმა ოქროს ბურთი ვერ მოიგო
ინფორმაციამ გაჟონა - რა რეაქცია ჰქონდათ "ბარსას" ფეხბურთელებს, როცა ვინისიუსმა ოქროს ბურთი ვერ მოიგო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელი "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველი, როდრი გახდა. არადა, დაჯილდოების დღემდე ლამის გადაწყვეტილად ჩანდა, რომ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს "რეალის" ვარსკვლავი, ვინისიუსი ჩაიბარებდა, თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხდა, "სამეფო კლუბის" დელეგაცია პარიზში საერთოდ არ ჩავიდა.

ოქროს ბურთის მფლობელის გამოვლენასა და "ბარსელონაში" მიმდინარე მოვლენებზე საინტერესო ცნობებს ავრცელებს SPORT.

წყაროს თანახმად, "ბარსას" ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ოქროს ბურთი როდრის დარჩებოდა, რადგან RMC SPORT-მა გააჟღერა ვინისიუსის ბანაკში არსებული პესიმიზმი. როდესაც ეს ამბავი დადასტურდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობის წევრებმა (უმეტესად ესპანელებმა) როდრისთვის მისალოცი წერილების გაგზავნა დაიწყეს.

"ბლაუგრანას" ფეხბურთელებს 28 წლის შუახაზელის ტრიუმფი დამსახურებულად მიაჩნიათ, რამეთუ "მანჩესტერ სიტისა" და ევრო 2024-ზე იგი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.

ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი "ბარსელონელი" იმანაც გაახარა, რომ ვინისიუსი ოქროს ბურთის გარეშე დარჩა. გუნდის საერთო ჩატში სახუმარო ფოტოებიც დაიგზავნა. რამდენიმე მოთამაშის რწმენით, ბრაზილიელის წარუმატებლობა კარმასთანაა დაკავშირებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ როდრი ისტორიაში სულ მეორე ესპანელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. პირველად ეს 1960 წელს ლუის სუარესმა გააკეთა.


Facebook კომენტარები