3 კვირის და 3 დღის წინ
ის, რამაც "ელ კლასიკო" "ბარსას" მოაგებინა - რა უთხრა ფლიკმა ფეხბურთელებს შესვენებაზე
ის, რამაც "ელ კლასიკო" "ბარსას" მოაგებინა - რა უთხრა ფლიკმა ფეხბურთელებს შესვენებაზე
ავტორი
Aa

ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" ფეხბურთელებით კმაყოფილია. "რეალის" წინააღმდეგ მათ გეგმა იდეალურად აღასრულეს, - იუწყება SPORT.

გერმანელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, "კლასიკოშიც" იმ სტილში ეთამაშა, რომელსაც მთელი სეზონია მისდევს. წყაროს თანახმად, ჰანსი ფიქრობდა, რომ თუ ჩვეულ გზას მეტოქის შიშის გამო გადაუხვევდა, ფეხბურთელები მას ჯეროვანი პატივისცემით აღარ შეხედავდნენ.

ესპანური გამოცემა კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალს შენიშნავს:

1. ჰანსი სერიოზულად განიხილავდა სასტარტო შემადგენლობაში ფრენკი დე იონგის დაყენებას.

2. მატჩამდე ფლიკი ფიქრობდა, რომ თუ ყველაფერი კარგად არ წავიდოდა, დანი ოლმო თამაშში ძალიან ადრე უნდა ჩართულიყო.

3. "კლასიკოს" შესვენებისას ფლიკმა ფეხბურთელებს ორი რამ სთხოვა: ბურთის მიღების შიში, რომელიც დაცვაში შეცდომებს იწვევდა, დაეძლიათ, და დაესაჯათ ლუკას ვასკესი ზურგსუკან რაფინიას შერბენებით.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ლა ლიგაში 30 ქულა აქვს. მეორეადგილოსან "რეალს" კატალონიელები 6 ქულით უსწრებენ.


Facebook კომენტარები