3 თვის წინ
მოულოდნელი გადაწყვეტილება - "რეალის" რომელ ფეხბურთელს სთხოვა იამალმა მაისურის გაცვლა
მოულოდნელი გადაწყვეტილება - "რეალის" რომელ ფეხბურთელს სთხოვა იამალმა მაისურის გაცვლა
ავტორი
Aa

ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" ესტუმრა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლით თავი გამოიჩინა რობერტ ლევანდოვსკიმ, თითო-თითო გოლი კი ლამინ იამალისა და რაფინიას ანგარიშზეა. 

სხვათა შორის, იამალი გუშინ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც "ელ კლასიკოში" მეტოქის კარი აუღია. "ბარსას" 19-მა ნომერმა ეს 17 წლისა და 105 დღის ასაკში შეძლო.

Defensa Central-ს თუ დავუჯერებთ, მატჩის დასრულების შემდეგ, ლამინმა "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი ფეხბურთელის მაისური ითხოვა.

ეს ფეხბურთელი "თეთრების" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი გახლდათ. ესპანური გამოცემის შეფასებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სუპერტალანტი გერმანელი უკანახაზელის მნიშვნელობითა და თამაშის ხარისხით მოხიბლულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. კატალონიელებს 30 ქულა აქვთ და "რეალს" 6 ქულით უსწრებენ.


Facebook კომენტარები