ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და დორტმუნდის "ბორუსია" დაუპირისპირდნენ, სადაც პირველი ნახევრის 2-0 წაგების მიუხედვად, კარლო ანჩელოტის გუნდმა გამანადგურებელი, 5-2 ანგარიშით გამარჯვება მოახერხა.
მატჩის მთავარი შემოქმედი კი ვინისიუს ჟუნიორი გახლდათ, რომელმაც გერმანელთა კარი 3-ჯერ აიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დაიმსახურა.
თამაშის შემდეგ მედიასთან საუბრისას, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა განაცხადა: "მადრიდის "რეალი" ძალიან მიყვარს. ჩემიმ სურვილია აქ სამუდამოდ დარჩენა. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია და მსურს, რომ ის კიდევ ერთხელ მოვიგოთ."
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ვინისიუსი "თეთრებს" 2018 წელს შეუერთდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა უკვე 2-ჯერ შეძლო. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში კი, ბრაზილიელის ანგარიშზე 3 თამაშში 3 გოლია.