1 თვის წინ
"მბაპეს გარეშე "პსჟ" ასეთი გუნდია" - რა თქვა ტიერი ანრიმ
"მბაპეს გარეშე "პსჟ" ასეთი გუნდია" - რა თქვა ტიერი ანრიმ
ავტორი
Aa

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, განაცხადა რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, "პსჟ" გაცილებით უფრო დაბალანსებული გუნდი გახდა. 

ლუის ენრიკეს შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ ტურში სახლში "პსვ" მიიღეს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებს მთელი თამაშის განმავლობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, გამარჯვების მოპოვება მათ მაინც ვერ შეძლეს. "პსჟ-მ" 90 წუთის განმავლიბაში მეტოქის კარში ზუსტად 26-ჯერ დაარტყა, აქედან 18 მატჩის მეორე ნახევარში. 

CBS Sport Golazo-სთან საუბრისას ანრიმ განაცხადა: "რა საკვირველია, ეს შედეგი გულშემატკივრისთვის არასაკმარისია. თუმცა, ვფიქრობ, რომ მბაპეს წასვლის მიუხედავად, "პსჟ" გავილებით გუნდური და დაბალანსებულია." 

"მართალია, მისი ჩანაცვლება ძალიან რთულია, მაგალითისთვის, მგონია, რომ ასეთ მატჩებს კილიანი გუნდს თავისუფლად მოაგებინებდა. მართალია, პარიზელებმა მისი მაგიურობა დაკარგეს, თუმცა, ჩემი აზრით, კლუბი ახლა გაცილებით უფრო დაბალანსებულია." განაცხადა ანრიმ. 

ამვვარი შედეგების შემდეგ, "პსჟ-ს" გაცილებით მეტი სამუშაოს გაწევა მოუწევს, რათა ისინი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპზე ავტომატურად გადავიდნენ. პირველი 3 მატჩის შემდეგ, მათ ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულაა, რაც დღევანდელი მატჩების წინ, ლიგის ცხრილში გუნდს მე-17 ადგილზე აყენებს.


Facebook კომენტარები